აქტუალური
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „ხელისუფლებამ ეფექტიანად არ უპასუხა ხალხის ძალისხმევას რელიგიური უმცირესობების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით“

gosdepსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაზე ლაპარაკობს. საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და პოლიტიკა იცავენ რელიგიურ თავისუფლებას და, პრაქტიკულად, მთავრობაც პატივს სცემდა რელიგიურ თავისუფლებას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2012 წლის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, რომელიც დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საქართველოს მთავრობის პატივისცემა რელიგიური თავისუფლებისადმი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ხელისუფლებამ ეფექტიანად არ უპასუხა ხალხის ძალისხმევას რელიგიური უმცირესობების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ხელისუფლება განაგრძობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ მოქმედებას სადავო საკუთრების აღდგენაში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ცალკეული კანდიდატები საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას იყენებდნენ რელიგიურად არატოლერანტულ რიტორიკას. იყო ინფორმაცია საზოგადოების მხრიდან რელიგიურ საფუძველზე ცუდი მოპყრობისა და დისკრიმინაციის შესახებ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2012 წლის ანგარიშში ასევე მოხვდა თეთრიწყაროში, ნიგვზიანსა და წინწყაროში განვითარებული მოვლენები.