საზოგადოება
ამასთან, ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა „სახალხო კრების“ წევრებს მისი კანდიდატურის წამოყენებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ნონა გაფრინდაშვილისა და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრთა ინიციატივა და “ასეთ მამულიშვილებთან ერთად ქვეყნის სამსახურში დგომა".
ნინო ბურჯანაძის თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ კონსულტაციებს გამართავს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, ხოლო საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის შემდეგ, სადაც იგი უახლოეს მომავალში გაემგზავრება, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, დეტალურად გააცნობს საზოგადოებას წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიას.