რელიგია
პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

katolikosiiსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება. უწმინდესი სტამბულიდან თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამობრძანდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი  სტამბულში, ისტორიულ კონსტანტინოპოლში მილანის ედიქტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფებოდა კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომე I-ის მიწვევით.