საზოგადოება
ლევან ვასაძე: „არის ხალხი, რომელიც ტროას ცხენის ჯაშუშებივით შეჰყვა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში!“

politmetriსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ბიზნესმენ ლევან ვასაძის აზრით, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს კოლოსალური ქველმოქმედებისა და დესპოტური რეჟიმის მოშორებისათვის საქართველოში ორი ძეგლი უნდა დაუდგან". ამის შესახებ მან წუხელ ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა და იქვე ივანიშვილის გუნდის წევრები “ტროას ცხენის ჯაშუშებს“ შეადარა.

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ არის ხალხი, რომელიც ტროას ცხენის ჯაშუშებივით შეჰყვა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ნულოვანი რეიტინგით. არ მინდა მათი ვინაობის დასახელება, მაგრამ ნუ ეგონებათ, რომ ლეგიტიმური რეიტინგის მატარებელი უმრავლესობის წევრები არიან. ისინი შევიდნენ ერთი კაცის რეიტინგით და ახლა გამოჩნდება, რისთვის შევიდნენ იქ. კარგად დაფიქრდნენ, რა უნდათ. შეიძლება, 60 და 100–ათასიან საზოგადოებას უწოდო "რაღაც ჯგუფი", „ბრბო", „აგრესიული" და ა.შ.?!", - აღნიშნა ვასაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული შეფასებების საპასუხოდ.