სამართალი
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს 17 მაისს, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი: გიგა კ, ზურაბ ჩ, ამირან მ. და ბექა ფ.. აღნიშნული დანაშაულები ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.