პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

Rariba-ilhamსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით  იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევ შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, ეროვნული უშიშროების და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებთან და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან.