სამართალი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმის მერიამ ველობილიკების მოსაწყობად შპს "ლინდეკ ჯორჯიასთან" 941 515 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება გააფორმა. შპს-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შეასრულა და დოკუმენტებში ყალბი მონაცემების შეტანით 417 000 ლარი მიითვისა. ბათუმის მერიის თანამშრომლებმა კი სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს და არასრულად შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარება მოახდინეს.
შპს „ლინდეკ ჯორჯიას“ წარმომადგენელთა საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მერიის თანამშრომელთა საქმეზე კი გამოძიება 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.