პოლიტიკა
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ბრაზილიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველო-ბრაზილიის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები იყო. ცოტა მოგვიანებით ბრაზილიელი ბიზნესმენები საქართველოს საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.