სამართალი
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დაკითხვაზე არიან დაბარებული.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, ისინი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დაიბარეს. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან და ვანო მერაბიშვილმა თებერვალში ყველა კითხვას უკვე გასცეს სრულყოფილი პასუხი. „იმის ნაცვლად, რომ ვიყო კახეთში დაზარალებულ მოსახლეობასთან, მომიწევს ქუთაისში ჩასვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, როგორც უწყებაში წერია, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით... ვფიქრობ, სრული აბსურდია ქვეყანაში იმ პირობებში, როდესაც უმუშევრობაა და იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ მოსახლეობის პრობლემებზე უნდა იზრუნოს, პროკურატურაში ხდება ჩვენი ტარება და ნამდვილი პრობლემებიდან მოწყვეტა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.