უცხოეთი
ამერიკას 20 ტორნადო დაატყდა თავს

tornadoსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, გასულ კვირას რამდენიმე ცენტრალურ შტატს თავს დაატყდა 2 ათეული ტორნადო. ყველაზე მეტად სტიქიამ ოკლაჰომა, აიოვა და კანზასი დააზარალა.

კანზასში ტორნადოსგან დაზარალდა 200-ზე მეტი ადამიანი, დაინგრა ასობით სახლი. ოკლაჰომაში დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ამასთან, ბევრ რაიონში ჩაწყდა ელექტროგადამცემი ხაზები, ათასობით სახლი უშუქოდ დარჩა. უიჩიტოს აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა.

გასულ ხუთშაბათს ტეხასის შტატს თავს დაატყდა უძლიერესი შტორმი, რომელმაც ორი ტორნადო გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქ გრენბერი ჰუდის ოლქში. იქ ტორნადომ 120 სახლი დაანგრია. რამდენიმე დაღუპული - სახლებში, სხვები კი სახლების გვერდით აღმოაჩინეს. ასობით კაცი დაშავდა, 14 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სინოპტიკოსთა თქმით, ტორნადოს ძაბრის დიამეტრი 1 მილს შეადგენდა.