უცხოეთი
ტერაქტი მახაჩყალაში

maxackalaსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ორშაბათს მახაჩყალაში ორმაგი ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა.

აფეთქებები ორჯონიკიძის ქუჩაზე, სასამართლო  ბოქაულების ფედერალური სამსახურის რესპუბლიკური სამმართველოს შენობასთან გაისმა. პირველი ბომბი  ერთ-ერთი ბოქაულის კუთვნილი, შენობასთან მდგომი „ტოიოტას“ ქვეშ ამოქმედდა. 15 წუთის შემდეგ ჰაერში ავარდა კიდევ ერთი ავტომანქანა, რის შემდეგაც სამმართველოს შენობასთან პანიკა დაიწყო.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და მედიკოსთა ბრიგადა.

სამართალდამცავ ორგანოებში არ გამორიცხავენ, რომ ბოევიკებმა სპეციალურად მოაწყვეს პირველი აფეთქება, რათა სამართალდამცავების ყურადღება მიეპყროთ. როცა ტერაქტის ადგილას ოპერატიული ჯგუფი მივიდა, ამოქმედდა მეორე ბომბიც. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომელი და სასამართლო ბოქაულები.