“არ მგონია, სასულიერო პირების დაკავების მოწოდება სწორი იყოს. ჩვენ კანონის მოთხოვნა უნდა დავიცვათ. ამ შემთხვევაში სიჩქარე არ გამოგვადგება, პირიქით, შეცდომები რომ გამოვრიცხოთ, ვფიქრობ, გამოძიებამ ჯეროვნად უნდა გააანალიზოს კადრები“, – განაცხადა ბესელიამ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მოქალაქეთა ჯგუფმა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერა, რომელშიც ძალადობის მონაწილე და ძალადობის წამქეზებელ ადამიანთა დასჯას ითხოვს. ხელმომწერთა რიცხვმა ამ დროისათვის უკვე 3925 კაცს მიაღწია.
აღნიშნული მიმართვის პარალელურად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება საპასუხო განცხადება „ლგბტ აქტივობების აღსაკვეთად“, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ მიმართვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის, საქართველოს მთავრობის, ფონდებისა და საელჩოებისადმია მიმართული, კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავს - მისი ორგანიზატორი ქართველი და საქართველოს კეთილისმსურველი ხალხია. განცხადების ხელმომწერთა რიცხვი ამ დროისათვის 1636 კაცს შეადგენს.