ზალკალიანი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას, რომლითაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ეკვადორში ვიზიტისას მაინც ახლდნენ, ზალკალიანმა განმარტა, რომ ეკვადორში ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გეგმავდა. თუმცა გუშინ გაირკვა, რომ ეკვადორში პრეზიდენტი მიემგზავრება და ამიტომ უსუფაშვილი იქ აღარ ჩავა, თუმცა საგარეო უწყებიდან ამ ღონისძიებას მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დაესწრება.
23-24 მაისს ეკვადორში პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება და ქართული დელეგაცია სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრება.
ზალკალიანის განმარტებით, „არაკოორდინირებული მუშაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება.
"ჩვენ არ გვესწავლება კულუარებში და საჯაროდ მუშაობა", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაც მზად არის გაჰყვეს პრეზიდენტს ვიზიტებში.