პოლიტიკა
სააკაშვილი: „აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს“

vanuatuსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, რომელიც მან ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების კომენტირებისას გააკეთა, ჩვენ, პრაქტიკულად, სასწაული შევძელით და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს.

ქვეყნის მეთაურის განმარტებით, რუსეთმა გაერო-ში თავისი ოკუპაცია რომ დააკანონოს და საქართველოს ტერიტორიების მიტაცება შეუქცევადი გახადოს, ორგანიზაციის წევრების რაც შეიძლება მეტი ხმა სჭირდება, რის გამოც ის დაშინების, დარწმუნების და მოსყიდვის წარმოუდგენელ დიპლომატიურ მცდელობებს აწარმოებს მთელ მსოფლიოში.

თუმცა, ჩვენ ამ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო წლებში გვქონდა დიდი წარმატებები. პრაქტიკულად, ეს პროცესი ბოლომდე დავბლოკეთ... მართლაც სასწაული შევძელით, ჯერჯერობით, პრაქტიკულად, ბლოკირებული გვაქვს რუსეთის ეს მცდელობა", - განაცხადა პრეზიდენტმა და საქართველოს ახალ მთავრობასაც მოუწოდა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ფუნდამენტურად სწორი პოზიციები ჩამოაყალიბოს, რადგან მე რამდენიც უნდა ვიარო მსოფლიოში (და მინდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროც აქ იყოს დღეს ჩემთან), თუ შიგნით არ გვექნება ფუნდამენტურად სწორი პოზიციები, ჩვენ ამ ბრძოლაში დავიხევთ უკან, და პირიქით - წავიწევთ წინ, თუ მივყვებით იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვანუატუმ აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა.