საპატრიარქოს ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს?!
საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", სავარაუდოდ, დღეიდან 25-ე დეციმეტრულ არხზე მაუწყებლობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს. ტელეკომპანია
"ევრიკამ", რომლის სიხშირეზეც საპატრიარქოს ტელევიზია 4 წლის განმავლობაში მაუწყებლობდა, ა.წ. 1 მაისს ტელეკომპანია "ერთსულოვნებას" ხელშეკრულება შეუწყვიტა.
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია მაუწყებლობას სატელიტისა და საკაბელო ქსელების საშუალებით გააგრძელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ტელეკომპანია "ევრიკასა" და "ერთსულოვნებას" შორის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი.