აქტუალური
პრემიერ–მინისტრი გმობს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ძალადობას

aqtualuri-3-alkalai

საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 17 მაისს გამოეხმაურა თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ  აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და დაგმო ძალადობა. მან საზოგადოებას ტოლერანტობის,  ყველა მოქალაქის შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენი დემოკრატიისთვის. ეს უფლება ვრცელდება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას, დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა შეზღუდვას. ნებისმიერი ასეთი ქმედების ჩამდენი პასუხს აგებს კანონის წინაშე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარასკევს, 17 მაისს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, სვენ ალკალაის შეხვდა. 
დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ. საქართველოში პირველად ვარ და მას საკმაოდ კმაყოფილი ვტოვებ. ძალიან პროდუქტიული შეხვედრები მქონდა თქვენი მთავრობის მინისტრებთან. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრთან შეხვედრისას სვენ ალკალაიმ.