აქტუალური
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ განცხადება - მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

aqtualuri-2-advokatebi

საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი.

„როგორც ვხედავთ, 17 მაისის (ლგბტ) პროვოკაციული აქციის ჩატარების მცდელობამ ჩვენს საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. სასულიერო პირებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო უზნეობის პროპაგანდა.

ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ცდილობენ კოჰაბიტაციის ბოროტად გამოყენებას, იცოდნენ რა საზოგადოების უმრავლესობის და საქართველოს ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმისადმი, ლგბტ აქციის წაქეზება მაინც მოახერხეს.

ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნებისათვის ცდილობს, ახალი ხელისუფლების იმიჯი საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ შეარყიოს.

გვინდა ხელისუფლებას რეკომენდაციით მივმართოთ, გაითვალისწინოს საზოგადოების და მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, რათა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის განხეთქილება არ წარმოიშვას, რაც, მიგვაჩნია, დამღუპველი იქნება როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე  ქვეყნისთვის და მტრის წისქვილზე დაასხამს  წყალს. 

მიგვაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს გამოკითხვები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დახმარებით, რათა საზოგადოებამ ცივილური ფორმით დააფიქსიროს თავისი პოზიცია, აკრძალული იქნეს  თუ არა (ლგბტ) მიმდინარეობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების მოწინაღმდეგეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნებისმიერ დრო შეურყევენ იმიჯს საერთაშორისო დონეზე საქართველოს.  

გვინდა აღვნიშნოთ, რომ პოლიცია მაქსიმალურად კანონიერად, სამართლიანად და ადამიანურად მოქმედებდა, რაც მისასალმებელია, რაც მთავარია, კონფლიქტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა და ხელისუფლების მხრიდან ვითარების ესკალაცია თავიდან იქნა აცილებული.

პატივისცემით და კეთილი სურვილებით,

„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“

თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე