პოლიტიკა
საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ჩატარებულ ინტერნეტ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს 51,92% არ ენდობა. ინტერნეტ-გამოკითხვა „პირველის“ საიტზე ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული კითხვით „ენდობით თუ არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს?“
გამოკითხვაში მონაწილეობა 2 525-მა მოქალაქემ მიიღო. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 31,88% პრეზიდენტ სააკაშვილს არასოდეს ენდობოდა, 20,04% კი ბოლო ხანებში აღარ ენდობა, რაც საერთო ჯამში 51, 92%-ია.