რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საკონტროლო ივანიშვილისთვის, ანუ ქართული პოლიტიკის უკანა ხედი

arnos-analitika2013 წლის 17 მაისს ლესბოსელებმა, გეებმა. ბისექსუალებმა, ტრანსგენდერებმა (ლგბტ) არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის მეთაურობით, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ფლეშმობის ჩატარება მოისურვეს, მაგრამ ისინი მრევლმა (ძირითადად - ახალგაზრდობამ) გარეკა სასულიერო პირების მეთაურობით. აქცია ფართოდ გააშუქეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, მაგრამ სათანადოდ არავინ გააანალიზა მომხდარის მიზეზები და შედეგები საჯარო, და არა კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელზეც გაიძვერები - ქართველი ექსპერტები ყბედობდნენ.

პროვოკაციები ხომ მათი პროფესიაა, წინასწარმეტყველება და პროპაგანდა კი - პროვინციელი პოლიტიკური პროსტიტუტების ბიზნესი, რომელთა პროგნოზები გულუხვად ანაზღაურდება დასავლეთის სს-ს - პეცსამსახურების და ოროს-ფონდების მიერ. პროფესიონალი მლიქვნელები, მაგრამ არა პროფანები - მათი უკანა ზრახვები საკუთარ უკანალზე ფიქრით არის ნაკარნახევი, რომლითაც ისინი ზუსტად გრძნობენ ოკეანისგაღმელი პატრონების სურვილებს და, მათ საამებლად, უკანა რიცხვით, უკუღმა განმარტავენ ნებისმიერ მოვლენას, რისთვისაც ამ ვიგინდარებს მე პროქტოპოლიტოლოგები (ბერძნ. proktós-დან - უკანა ხვრელი) ვუწოდე. პოლიტიკის პროქტოლოგები, ისინი ნებისმიერ ხელისუფლებას ულოკავენ უკანალს - შევარდნაძეს, სააკაშვილს, ივანიშვილს, მაგრამ შეცდომები და “პროკოლები“ უეჭველად მიიყვანს მათ წაგებამდე და პოლიტიკურ პროზექტურამდე!

მაშ ასე, უბრალოდ, ფაქტების კონსტატაცია და შეჯერება მოვახდინოთ, და ათას მეერთედ ნუ გავიმეორებთ სენტენციას ქართული ტრადიციების და კულტურული ფასეულობების, მართლმადიდებლური მორალის და მილიონობით დოლარის შესახებ, რომლებითაც დასავლეთი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას“ აფინანსებს.

1) 2013 წლის 17 მაისის აქციამ დაამტკიცა, რომ ბოლო 10 წლის ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელია “უკანა ფაქტორი“:

- 2003 წლის 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციამ“ სამ მთავარ დასავლურდემოკრატიულ ღირებულებას შორის, რომლებიც საქართველოში დაუყოვნებლივ დამკვიდრებას ექვემდებარებოდნენ თავისუფალ სასამართლო სისტემასა და მედიის თავისუფლებასთან ერთად, სექსუალური, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვის დეკლარირება მოახდინა, თუმცა ამავე დროს სააკაშვილი წარმატებით იყენებდა ჰომოსექსუალიზმის თემას, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის იარაღს;

- 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ივანიშვილის გამარჯვებით დამთავრდა ინტერნეტში სკანდალური ვიდეოების გავრცელების წყალობით, რომლებიც ფარულად გადაიღეს საქართველოს ციხეებში, სადაც პატიმრებს უკანა ხვრელიდან ცოცხებით და ხელკეტებით აწამებდნენ;

- 2013 წლის 15 იანვარს პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ბრძანებით გადაბირებულ პედერასტებს ანალური სექსი აქვთ ქართულ საზოგადოებაში ცნობილ პიროვნებებთან. დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის თანამშრომლები საგანგებოდ აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებზე და ფარულად იღებდნენ მაკომპრომეტირებელ ვიდეომასალას მათი პირადი ცხოვრების შესახებ, რის შემდეგაც შანტაჟით და მუქარით აიძულებდნენ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. შემდეგ  ჰომოსექსუალ-კონფიდენტები ძალაუნებურად იყოლიებდნენ ანალურ გართობაზე „უკანაწამყვან“ სახელგანთქმულ ადამიანებს, რის შედეგად კომპრომეტირებული “საზოგადოების ნაღები“ აქტიური ნაც-პროპაგანდისტები ხდებოდნენ და მონაწილეობდნენ "ნაცმოძრაობის" ყველა ფლეშმობში.

- 2013 წლის 17 მაისის აქცია, რომელმაც სპონტანურად 40 ათასზე მეტი მოქალაქე შეკრიბა, პროვოცირებული იყო ლგბტ-ს ფლეშმობით, რომლებსაც სურდათ საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ თავიანთი "უკანა" ფასეულობებით და, თანაც, მიღებული გრანტები გაემართლებინათ. თუმცა საბოლოოდ მათ მაინც ვერ მოახერხეს საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით ლგბტ-ს ფერადი დროშის აღმართვა და ქართული კულტურის მდიდარ პალიტრაში “ცისფერი“ ტონების დამატება...

2) 2013 წლის 17 მაისის აქცია პირველ სერიოზულ საკონტროლოდ იქცა საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის, რადგან ქართული საზოგადოების უკმაყოფილება აჩვენა - 7 თვე გავიდა, სახელმწიფოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი კი ბუქსაობს, მთავარი დამნაშავეები დღემდე არა მხოლოდ თავისუფლებაზე, არამედ ხელისუფლებაშიც არიან - პრეზიდენტით და უმცირესობის პარლამენტარებით დაწყებული, გუბერნატორებამდე, მერებამდე და გამგებლებამდე, რომელთაგან ზოგიერთი უკანასკნელ დღემდე არატრადიციულ ორიენტაციაში „ეჭვმიტანილ“ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას პირადი მცვლელი იყო, რომელიც 2005 წლის 3 თებერვალს მოკლეს ცილდაწამებულ რაულ იუსუპოვთან ერთად. ასეთივე ფორმულით 2002 წლის 25 თებერვალს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს, მოკლეს არატრადიციულ ორიენტაციაში „ეჭვმიტანილი“ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია, რის შემდეგაც შევარდნაძის დაცვის მაშინდელი უფროსი წარმატებით “დასაქმდა“ მსხვილ საბანკო ბიზნესში).

- 2013 წლის 17 მაისის აქციამ აჩვენა, რომ ქართველების კავკასიური მენტალობა არ მიიღებს არანაირ კოჰაბიტაციას - არც პოლიტიკურ და არც სექსუალურ თანაცხოვრებას, და რომ თუ საქართველოში ხელისუფლება უახლოეს დროში არ აღადგენს სამართლიანობას და განაჩენს არ გამოიტანს თუნდაც ყველაზე რეზონანსულ საქმეებზე, ხალხი სამართლიანობას თვითონ აღადგენს!

3) 2013 წლის 17 მაისის აქციის შედეგად მკვეთრად გაიზარდა ქართული პოლიციის და საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ავტორიტეტი, რადგან მისი ხელმძღვანელობით ქართულმა პოლიციამ, მესამედ ისტორიაში - 1989 წლის 9 აპრილის და 2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ - უიარაღოდ (!) დაიცვა ქართველი ხალხი პოლიციელთა სიცოცხლისთვის სასიკვდილო რისკის ფასად. სტატისტიკა - ამის მჭევრმეტყველი მოწმობაა: აქციაზე იყო, მაქსიმუმ, 400 ლგბტ და მათი მხარდამჭერი; მინიმუმ, 100-ჯერ მეტი მათი ჰეტეროსექსუალი მოწინააღმდეგე - 40 ათასზე მეტი; და დაახლოებით 2 ათასი პოლიციელი. გამოდის, რომ თითოეულ ლგბტ-შნიკს 5 პოლიციელი იცავდა (2 000 : 400 = 5), თითოეული უმრავლესობის 20 წარმომადგენლისგან (40 000 : 2 000 = 20).

შემდეგ: დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის - 20-დე პოლიციელი, 1 ჟურნალისტი, მაგრამ არცერთი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი, რომლებსაც პოლიციელები საკუთარი სხეულით იცავდნენ, როგორც პრეზიდენტებს...

4) 2013 წლის 17 მაისს ქართულმა საზოგადოებამ გასაჩივრებას დაუქვემდებარებელი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა წარუმატებელი გეი-ფლეშმობის მომწყობ პარტია “ერთიან ნაც-ანალურ მოძრაობას“, რომელმაც ერთი თვის წინ - 2013 წლის 19 აპრილს, 3-თვიანი მზადების მიუხედავად, თავის პარტიულ მიტინგზე მხოლოდ 2 ათასი მომხრის გამოყვანა შეძლო. შემთხვევითი არ არის, რომ ამ მიტინგზე, მთავარ ნაც-ანალებთან - პრეზიდენტ სააკაშვილთან და გენმდივან მერაბიშვილთან ჩახუტებული - სცენის ცენტრში იდგა ცნობილი ციხის “ქათამი“ არაორაზროვანი მეტსახელით “ანჟელა“ - გიორგი მაზმანიანი, რომელიც მათ ახალგაზრდების დამრიგებლად - მოძრაობა “პატრიოტების“ ლიდერად დააყენეს (?!).

5) 2013 წლის 17 მაისის აქციამ აჩვენა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი - სოროსის პროტეჟე უჩა ნანუაშვილი - არაკომუნიკაბელური და არაადეკვატურია, იმიტომ რომ პოლიციელების საფარქვეშ ჯერ ლაჩრულად გაექცა ხალხს, რომლის დაცვაც ევალება, მერე კი ძალის გამოყენებით ხალხის დაშლას მოითხოვდა (?!). ამასთან, აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენი ომნიბუსზე უფრო განათლებული არ არის - არ წაუკითხავს ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია, სხვა შემთხვევაში შეძლებდა აეხსნა კითხვის დამსმელი ყმაწვილებისთვის კონსტიტუციის 1 თავის 26-ე მუხლის მნიშვნელობა, რომლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია ისეთი საზოგადოებრივი/პოლიტიკური გაერთიანებების შექმნის დაუშვებლობა, რომლებიც სხვადასხვა, იქ ჩამოთვლილი, ნიშნებით შუღლს აღვივებენ; აგრეთვე სიტყვა „სოდომი“-ს მნიშვნელობა - ერთ-ერთი ბიბლიური ქალაქის, რომელიც ღმერთმა მის მცხოვრებთა - ლგბტ-შნიკების ცოდვებისთვის, მამათმავლობის და სხვა გარყვნილებისთვის გაანადგურა.

6) 2013 წლის 17 მაისის აქციამ დაამტკიცა, რომ სახდეპი&“ცე-რე-უს“ ერთობლივი გეგმა, რომლის შესახებ დიდი ხნის წინ წერდა ბჟეზინსკი - მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც მსოფლიო ბატონობისკენ აშშ-ის გზაზე უკანასკნელი ფორპოსტის განადგურების აუცილებლობაზე - ჩაფლავდა: საქართველომ - “დემოკრატიის შუქურამ“, სადაც მითმა “ფერადი რევოლუციის“ შესახებ ყველაზე დიდხანს იარსება - ორიენტაცია არ შეიცვალა და ჰეტეროსექსუალურ მართლმადიდებლ ქვეყნად დარჩა, სადაც ყველაზე მაღლა კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი დგას, მიუხედავად მილიარდიანი შემოდინებების და სათავეში მყოფი მოღალატეებისა სააკაშვილის მეთაურობით.

7) 2013 წლის 17 მაისის აქციამ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში - უმაღლეს პარტიულ რგოლებში, კოალიციაში, საპარლამენტო უმრავლესობაში, მთავრობაში, ქართული მედიასაშუალებების უმეტესობაში და “ექსპერტთა“ წრეებში - ბევრი არასაიმედო, ან უბრალოდ თანამდებობას შეუსაბამო პიროვნებაა. მათ გვარებს არ ჩამოვთვლი - ეს არის ყველა, ვინც საჯაროდ და ხმამაღლა დაგმო ლგბტ-ფლეშმობის დარბევა და მოითხოვა იმ ათიათასობით ქართველი მოქალაქის უმკაცრესი დასჯა, ბევრწილად ვისი წყალობითაც ჩასხდნენ მაღალ სავარძლებში ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

ეჭვი არ მეპარება, რომ პრემიერ-მინისტრი თავის გუნდს გაწმენდს ბალასტისგან, რომლის გამოც “ქართული ოცნების“ ხომალდი სახიფათოდ გადაიხარა, ამასთან, გათავისუფლდება არა მარტო აშკარა კონიუნქტურშჩიკებისგან, რომლებიც ქართული სახელმწიფოს უზენაეს ინტერესებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალს ეწინააღმდეგებიან, არამედ  თითო-ოროლა “ნაცრისფერი“ მინისტრებისგანაც, რომელთა მუქთახორა-უწყებები მხოლოდ სინეკურაა გამოჩენილი “ნაციონალების“ ნათესავებისა და ახლობლებისთვის (ისევ - გვარების გარეშე, ისინი ისედაც ყველამ იცის).

მთავარი კი, ვფიქრობ, ის არის, რომ ივანიშვილი, რომელიც რუსეთში მილიარდერი თვითგადარჩენის თანდაყოლილი ინსტინქტის წყალობით გახდა, აღარ ივლის  უფსკრულის პირას ვიწრო ბილიკით, რომელზეც სააკაშვილმა საგანგებოდ მისთვის მიმოფანტა “ცისფერების“ დაცვის, ავღანეთში ISAF-ის სასაკლაოს და ნატოში საქართველოს აუცილებელი წევრობის ტიპის დასავლურ-ლიბერალური “ნაღმები“, არამედ თავის ხალხზე, პატრიოტულ ძალებზე დაყრდნობით - როგორც შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ - ივანიშვილი, ბოლოს და ბოლოს, გადავა რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან მეგობრობის ფართო გზაზე. მოსახლეობის უმეტესობამ არჩევნებზე ივანიშვილისქართულ ოცნებასმხარი სწორედ იმის იმედით დაუჭირა, რომ ეს პარტია საგარეო პოლიტიკურ კურსში ცვლილებებს შეიტანდა. მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები არ ჩანს, რაც ძაბავს ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმები ივანიშვილს მისცეს“, - როგორც ყოველთვის, სამართლიანად აღნიშნავს გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელი, რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სოციალური და ეროვნული ურთიერთობების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია „Голос России”- სთან ინტერვიუში. 

“ადგილი აქვს ერთგვარ პოლიტიკურ პარადოქსს: ახალი ხელისუფლება ყოფილ რეჟიმებს ადანაშაულებს პოლიტიკურ ქმედუუნარობაში და ქართული ეკონომიკის დანგრევაში, მაგრამ ამავე დროს თბილისის საგარეო პოლიტიკის უცვლელობის შესახებ აცხადებს. ამით ახალი ხელისუფლება აღიარებს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს არჩეული და შემდეგ სააკაშვილის მიერ დადასტურებული საგარეო პოლიტიკური კურსის სისწორეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატოში შესვლაზე და, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასთან გარკვეულ კონფრონტაციაზე. თუმცა, პარალელურად კეთდება განცხადებები, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოგვარდება და ამ მიმართულებით ეფექტიანი სამუშაო ჩატარდება...

მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველოს ყველა შიდა პოლიტიკური, მათ შორის, ეკონომიკური უბედურება, განპირობებულია სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის მცდარობით. ამიტომ ამ კურსის შენარჩუნება არ გამოიწვევს რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს არც ეკონომიკაში, არც პოლიტიკაში, არც კულტურაში, არც ჰუმანიტარულ სფეროში!“ - ხაზს უსვამს ალექსანდრე ჭაჭია.

P.S. მხოლოდ პატრიოტებზე და პროფესიონალებზე დაყრდნობა, ვისაც ქართველი ხალხი პატივს სცემს და ვინც ხალხის აზრს გამოხატავს - სხვა ალტერნატივა ბიძინა გრიგოლის ძეს არ აქვს და, თუ მისი ზოგიერთი ბოლოდროინდელი გამონათქვამით ვიმსჯელებთ, ეს თვითონაც შესანიშნავად ესმის.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 20 მაისი

arnos-analitika-2