უცხოეთი
თბილისში დაძაბულობა გრძელდება

ucxoeti-3-mtსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. სიტუაცია თბილისში უწინდებურად დაძაბული რჩება. სექს-უმცირესობათა წარმომადგენელთა ნაწილი, რომელიც პოლიციამ ადგილს ქალაქის ცენტრს გაარიდა, უკან დაბრუნდა და ფილარმონიასთან შეიკრიბა.

ფილარმონიასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ახალი შეჯახებების თავიდან აცილებას ლამობს.

პოლიტიკოსების ნაწილი საზოგადოების ქმედებებს მიესალმება, კერძოდ, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და მოძრაობა „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

სექს-უმცირესობათა მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ucxoeti-3-1 ucxoeti-3-2