უცხოეთი
თბილისში სექსუალურ უმცირესობათა მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების შეტაკება მოხდა

ucxoeti-2-mtსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. კონფრონტაციის მიზეზად  იქცა ის, რომ დღეს - 17 მაისს - ჰომოფობიასთან ბრძოლის  საერთაშორისო დღეა და ქართული გეი-მოძრაობის წარმომადგენლებმა ამ თარიღის აღნიშვნა თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე გადაწყვიტეს. სავარაუდოდ, იქ რამდენიმე ათეული კაცი უნდა შეკრებილიყო. საპასუხოდ, სექს-უმცირესობათა მოწინააღმდეგეებმა 10-დან 15 ათასამდე ადამიანი (სინამდვილეში, მაქსიმუმ, 500 კაცი - საქინფორმი) გამოიყვანეს.

თბილისის მერიამ ნებადართული ღონისძიება არ გააუქმა, თუმცა გეი-მოძრაობის მომხრეებმა ვერ გაბედეს რუსთაველზე გამოსვლა და აქცია შორიახლო  მდებარე სკვერში გადაიტანეს, რომელსაც, ასევე, პოლიცია იცავდა. თუმცა მანიფესტანტებმა გაარღვიეს კორდონი და გეებს ცემა დაუწყეს. მათ კი თავი ავტობუსებს შეაფარეს. მაშინ აქციის მოწინააღმდეგეებმა ტრანსპორტს ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ სექს-უმცირესობათა მოწინააღმდეგეების დამშვიდება ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმაც ვერ შეძლო. შემთხვევის ადგილი მან პოლიციის დაცვის ქვეშ დატოვა.

ucxoeti-2-1
ucxoeti-2-2
ucxoeti-2-3