თბილისში ჰომოფობებმა ლგბტ-მოძრაობის მომხრეები დაარბიეს
საქართველო, 17 მაისი,
საქინფორმი. დღეს თბილისში ლგბტ-მოძრაობის მომხრეები ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის მოწყობას შეეცადნენ. რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა საზოგადოება „იდენტობის“ ხელმძღვანელობით პუშკინის სკვერში შეკრება გადაწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ აქციის გამართვის ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული, ლგბტ-ს მოწინააღმდეგე ჯგუფმა გაარღვია კორდონი და სექს-უმცირესობების დარბევა დაიწყო. დაპირისპირების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. 16 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.