პოლიტიკა
გამოკითხვამ ევროპაში ჰომოფობიის მაღალი დონე გამოავლინა

evropa-lgbtსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპული სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები გეების მეოთხედმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავდასხმა განიცადა ან ანგარიშსწორების მუქარა მიიღო, - იუწყება გაზეთი “ვზგლიადი“.

ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ქვეყნებში და ხორვატიაში მცხოვრებმა 93 ათასმა ადამიანმა. მისმა შედეგებმა ევროპაში დასახული საგანგაშო ტენდენციები გამოავლინა. ევროპული ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლებს სთავაზობდნენ ეთქვათ, გამხდარან თუ არა ისინი დისკრიმინაციის, შეურაცხყოფის, ძალადობის ან სიძულვილის გაღვივების მსხვერპლი თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო?

გამოკითხვის შედეგებით გაირკვა, რომ გამოკითხულთა 26%-მა ბოლო 5 წლის განმავლობაში თავდასხმა განიცადა ან მუქარა მიიღო. თავდასხმების უმეტესობა საზოგადოებრივ ადგილებში მოხდა. ჩვეულებრივ, თავდასხმას რამდენიმე ადამიანი ახორციელებდა, თავდამსხმელების უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ.

გამოკითხულთა ნახევარმა განაცხადა, რომ გასულ წელს დისკრიმინაცია განიცადეს, თუმცა 90%-მა თავდასხმის შესახებ პოლიციაში არ განაცხადა, ივარაუდა რა, რომ ის არანაირ ზომას არ მიიღებდა.

გამოკითხვაში მონაწილე გეების და ბისექსუალების 20%-მა, აგრეთვე ტრანსსექსუალების 29%-მა მიუთითა, რომ დისკრიმინაცია სამსახურის ძებნისას ან სამუშაო ადგილზე განიცადეს.

გამოკითხულთა ორმა მესამედმა განაცხადა, რომ სკოლაში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დამალვას ცდილობდნენ.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად დისკრიმინაციას განიცდიდნენ შედარებით ახალგაზრდა ანდა ნაკლებად შეძლებული გამოკითხულები.

სააგენტოს დირექტორმა მორტენ კიერუმმა აღნიშნა, რომ ევროპაში ლგბტ-საზოგადოების დისკრიმინაციასთან ბრძოლის საქმეში ჯერ კიდევ უამრავი სერიოზული საკითხია. დღეს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. ამასთან დაკავშირებით ჰააგაში 300-ზე მეტი ექსპერტი და პოლიტიკოსი შეიკრიბა, რათა განეხილათ ევროკავშირის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტი, რომელიც საზოგადოებაში ჰომოფობიის დაძლევას შეუწყობს ხელს.

http://www.vz.ru/news/2013/5/17/632979.html