პოლიტიკა
ბურჯანაძე: „ამ აქციის უკან დგანან გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი!“

burj-mtსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენები „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც შეაფასა. მისი თქმით, დღევანდელი აქციის უკან  „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქციის უკან დგანან არა იმდენად უმცირესობის წარმომადგენლები, რამდენადაც ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში უცხოური ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობდნენ და ესენი არიან, უპირველეს ყოვლისა, გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი. მე ძალიან კარგად მახსოვს ბატონი ბოკერიას სიტყვები: ქალბატონო ნინო, თქვენ მოგიწევთ შეეგუოთ გეი აღლუმის ჩატარებას. ეს არის პროვოცირებული თემა და ამას აკეთებს დღეს "ნაციონალური მოძრაობა“", - აცხადებს ბურჯანაძე.

burj-1 burj-2