სამართალი
სახალხო დამცველი მისი დაცვის მიზნით პოლიციელებმა ინციდენტის ადგილიდან გაიყვანეს

nanuaS-mtსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც ფილარმონიასთან მდებარე სუპერმარკეტ "პოპულის" მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებთან მივიდა, აქტივისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მათი დაშოშმინება სცადა, თუმცა სიტუაცია უფრო გამწვავდა, რადგან აქციის მონაწილენი ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რატომ მიეცათ სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერებს აქციის გამართვის უფლება.

“ქუჩაში ნუ გამოვლენ, ნუ დაუშვებთ აქციის გამართვას, სოდომი უნდა მოვაწყოთ, სანამ ქრისტე მოაწყობს, მათ არავინ დევნით, სახლში არავინ არ უცვივდებათ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აქციის გამართვას“, - განუცხადა სახალხო დამცველს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თავის მხრივ, ნანუაშვილმა სცადა აქციის მონაწილეთა დარწმუნება, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება და ამას საქართველოს მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ, რაზეც აქციის მონაწილემ კითხვა შეუბრუნა, ნარკომანიის პროპაგანდა რომ მოვახდინო, ხომ დამიჭერენო? ომბუდსმენმა კი მიუგო: „არა, არ დაგიჭერენ“, რის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა და მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით უჩა ნანუაშვილი სამართალდამცველებმა ინციდენტის ადგილს გაარიდეს.

nanuaS-1 nanuaS-2
nanuaS-3 nanuaS-5