საზოგადოება
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს დედაქალაქში ქართველმა ხალხმა ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერებს პარადი არ ჩაატარებინა!

saz-lgbt-mtსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ცოტა ხნის წინ სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერთა მოწინააღმდეგე სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა გაარღვიეს ეროვნულ მუზემთან მოწყობილი პოლიცის კორდონი და თავისუფლების მოედნისკენ - პუშკინის სკვერისკენ დაიძრნენ, სადაც  პოლიციის მიერ სპეციალური კორდონით შეყვანილი ლგბტ პირების აქციის დარბევა დაიწყეს.

ამის შემდეგ პოლიციამ ლგბტ პირები ყვითელ ავტობუსებში სასწრაფოდ ჩასვა და გადაიყვანა უსაფრთხო ადგილას ლესელიძის ქუჩის მიმართულებით (ქალაქის სხვადასხვა, მათთვის მოსახერხებელ უბნებში), თუმცა აქციის მოწინააღმდეგეები გაედევნენ მათ და თავისუფლების მოედნიდან გადავიდნენ ლესელიძის ქუჩაზე „საქართველო! საქართველო!“ - ს შეძახილებით.

რუსთაველის გამზირზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, დაშავებულს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უკვე აღმოუჩინა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მიემართებიან კოლმეურნეობის მოედნის, ვაჩნაძის და თაბუკაშვილის ქუჩების მიმართულებით, სადაც შეკრებილი არიან ლგბტ პირების მხარდამჭერი ჯგუფები. აქ გრძელდება დაპირისპირება ორი აქციის მონაწილეთა შორის.

ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კომენტარი ჟურნალისტებისთვის არ გაუკეთებია.

sazog-lgbt-1
3sazog-lgbt-2