საზოგადოება
საჯიშეს ავღანეთში ვსპობთ, სახლში გვაქვს ჰომოსექსუალების პარადი! იქ, სადაც გუშინ გმირების პანაშვიდი და 9 აპრილს სისხლი დაიღვარა, ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები თავის ზეიმს აღნიშნავენ?!

gei-aghlumiსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე დღეს ერთდროულად ორი აქცია გაიმართება. ცოტა ხანში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას სექსუალურ უმცირესობათა უფლებების წარმომადგენლები და დამცველები დაიწყებენ.

მეორე მსვლელობა კი ამ აქციის გასაპროტესტებლად უკვე მიმდინარეობს. მოქალაქეები,  მრევლი და  სასულიერო პირები ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია არ ჩატარდეს და ამისათვის ისინი პარალელურ რეჟიმში გამართავენ კიდევ ერთ საწინააღმდეგო აქციას.

სასულიერო პირებთან ერთად ადგილზე დილიდან მივიდნენ მოქალაქეები, რომელთა განცხადებითაც, დღეს რუსთაველის გამზირზე ისინი დაუპირისპირდებიან არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ ცოდვას. „იდენტობის“ მიერ დაგეგმილი აქციის გასაპროტესტებლად ბასილ მკალავიშვილის მრევლი ჭინჭრებით მივიდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მთავარი ლოზუნგია: „არა - აღვირახსნილობას საქართველოში!“ „არ ჩატარდეს გეი-პარადი!“ „დავიცვათ ჩვენი მართლმადიდებლობა!“

მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად თბილისის ცენტრში დილიდან არის მობილიზებული პოლიცია. შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის თქმით, პოლიცია ლგბტ (ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები) აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას  ბოლომდე დაიცავს. მისივე თქმით, "აქცია და ფლეშმობი ვეღარ გაიმართება იქ, სადაც დაგეგმილი იყო, რადგან პარლამენტის შენობის წინ უკვე სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი".

შს სამინისტროს წარმომადგენლები სასულიერო პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფლეშმობი მერიის ძველ შენობასთან გაიმართება.