რელიგია
ეკლესია სექსუალურ უმცირესობებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და არა წახალისება... ეს იგივეა, რომ მოგწონდეს ნარკომანის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ახდენდე

sazogad-1-relig-1-katolსაქართველო, 17 მაისის, საქინფორმი. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ა.წ. 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება. ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც საერთოა ყველა დროსა და სივრცეში, მათ შორისაა ზნეობრივი კანონები.

ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებებიც (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდო-მეცნიერულ შეხედულებებს). ეკლესია ასეთ მიდრეკილებების მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და, მითუმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა. ეს იგივეა, რომ მოგწონდეს ნარკომანის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ახდენდე. ჩვენს ხალხს სულ სხვა სულისკვეთება აქვს და ამიტომაც გასაგებია მათი მძაფრი პროტესტი კონკრეტულად ამ და ზოგადად ასეთი შეკრებების მიმართ. ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და, ზოგადად, აზროვნების წესის შეურაცყოფას.

ვფიქრობთ, თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გააუქმოს ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა; მითუმეტეს, რომ დღეს მთელს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული მოყვასისათვის თავგანწირული ვაჟკაცების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით” შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

16.05.13“