აქტუალური
საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში ბაზა „შირგაზზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და ქართველ ერს, ამერიკელი ხალხის სახელით, მიუსამძიმრა.