საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. 15 მაისს გაიხსნა კანის კინოფესტივალი. ტრადიციისამებრ, ღონისძიების მონაწილენი და სტუმრები წითელ ხალიჩაზე ლამაზი ტანსაცმლით შემოსილი გამოჩნდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ფოტოგრაფებმა ჟიურის თავმჯდომარე სტივენ სპილბერგსა და კომისიის წევრებს: ნიკოლ კიდმანს, ვიდიე ბალანს, კრისტოფ ვალცს, ლეონარდო დი კაპრიოს, კერი მილიგანსა და ელიზაბეტ დებიკის დაუთმეს.