უცხოეთი
ქაბულში კვლავ აფეთქებებია

kabul-ucxსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ქაბულში ორთვიანი შესვენების შემდეგ ახალი დიდი ტერაქტი მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰეზბ-ე ისლამმა“ (ავღანეთის ისლამისტური პარტია) აიღო.

თვითმკვლელის იერიშის შედეგად, რომელიც ნატოს კოლონას დანაღმული ავტომანქანით შეეჯახა, დაიღუპა 5 ამერიკელი კონსულტანტი და ავღანელი თარჯიმანი, კიდევ 35 ადამიანი კი დაიჭრა.

დაჯგუფება „ჰეზბ-ე ისლამი“ ავღანეთში ISAF-ის კოალიციური ძალების ყოფნის წინააღმდეგია, მისი ლიდერი გულბედინ ჰექმატიარი კი, რომელიც წარსულში ავღანეთის პრემიერ-მინისტრი იყო, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევა ქვეყანაში. მის ყოფილი თანაგუნდელებს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობაში საკვანძო პოზიციები უკავიათ.