უცხოეთი
ჯოჰარ ცარნაევის შურისძიება

carnaevi-ucxსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ბოსტონის ტერაქტში ბრალდებულმა ჯოჰარ ცარნაევმა დაპატიმრებამდე დაწერა, რომ  პასუხისმგებლობას იღებს საერთაშორისო მარათონისას განხორციელებულ აფეთქებებზე.

ეს წარწერა ცარნაევმა იმ კატერის ბორტის შიდა მხარეს დატოვა, რომელზეც პოლიციას ემალებოდა. ცარნაევის მიერ გაკეთებული წარწერის მიხედვით, აფეთქებებით მან შური იძია ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის მოქმედების გამო.

15 აპრილის ტერაქტის შედეგად ბოსტონში დაიღუპა 3 და დაიჭრა 250 კაცზე მეტი. ტერაქტში ბრალდებულია ცარნაევის დაღუპული ძმაც - ტამერლან ცარნაევი.