სამართალი
უსუფაშვილი: „უმცირესობას ყოველთვის აქვს უფლება, იყოს უმცირესობაში!“

lgbtსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განცხადებით, რომელიც მან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს -17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა, საქართველოში უნდა იყოს ყოველგვარი ფობიის, ძალადობის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოსვლა.

მე ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. ეს უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების წესად, რომ ქვეყნაში არ უნდა ილახებოდეს ვინმეს უფლებები, ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ მათი უფლებები ილახება ან საფრთხის ქვეშაა, უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრების ღიად დაფიქსირების თავისუფლება. როდესაც, ზოგადად, უმცირესობის უფლებებზეა საუბარი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უმცირესობას იმიტომ ჰქვია ეს სახელი, რომ უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგვარად აზროვნებს. შესაბამისად, უმცირესობა შეიძლება არ იზიარებს მათ მოსაზრებებს, რწმენებს თუ ცხოვრების წესს. ამიტომ ეს საკითხები არ შეიძლება გადაწყდეს უმრავლესობის შეხედულებების შესაბამისად, უმცირესობას ყოველთვის აქვს უფლება, იყოს უმცირესობაში", - აღნიშნა უსუფაშვილმა და იქვე დასძინა: „დარწმუნებული ვარ, ხვალ ხელისუფლება, კერძოდ, პოლიცია, შსს, მოწოდების სიმაღლეზე იქნება და დაცული იქნება კონსტიტუცია“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელისუფლებას და მერიას 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის აღსანიშნავი აქციის გაუქმება სთხოვა.

lgbt-1 lgbt-2