საზოგადოება
ეკა ბესელია: “რამდენად გამართლებულია ქართული კონტინგენტის ყოფნა ავღანეთში ამ რაოდენობით და ამ მასშტაბით ?“

beseliaსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. რამდენიმე წუთის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო  კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა მისი მოსაზრება ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის თაობაზე.

ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნით დიდი მსხვერპლია გაღებული. დიდია გარდაცვლილთა რაოდენობა. ბუნებრივია, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კომპლექსურად.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პარლამენტი უნდა დაფიქრდეს, რამდენად გამართლებულია ამ კონტინგენტის ყოფნა.  

გასაგებია, რომ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი როლი გვაკისრია, მაგრამ იქნებ გადაიხედოს ჩვენი ჯარისკაცების ამ რაოდენობით და ამ მასშტაბით მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში“, - წერს ბესელია.