აქტუალური
საქართველოს ნატოში მიღება ქართველ ჯარისკაცებს დაავალდებულებს, კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში რუსების წინააღმდეგ იბრძოლონ, რაც უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევს, ვიდრე ავღანეთში!

aqtual3-mt-javaxkსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა:

“დღეს საქართველოში გლოვის დღეა, ქვეყანა კვლავ მწუხარებაშია... ჩვენ ქედს ვიხრით და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს, რომლებიც ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ - აღმოსავლეთისკენ ნატოს გაფართოება ახალი ომების საფრთხეს გამოიწვევს და ამისი კონკრეტული დადასტურებაა ამასწინანდელი საომარი კონფლიქტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ხომ ცხადია, რომ საქართველოს ნატოში მიღება დაგეგმილი და მიმართულია სწორედ რუსეთის წინააღმდეგ, ეს კი მომავალში დაავალდებულებს ქართველ ჯარისკაცებს, მოკავშირული მოვალეობის შესრულებისას, საომარი კონფლიქტების წარმოშობის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ მათში. ქართველი და რუსი ჯარისკაცების დაპირისპირება კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში კი გაცილებით მეტი რაოდენობის მსხვერპლს გამოიწვევს, ვიდრე ავღანეთში!

ნატო არ ასრულებს ამ კავშირში შემავალი ევროპული ქვეყნების ნებას, ნატო მხოლოდ მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე აშშ-ის ნებას ასრულებს. ნატო მთელი დროის განმავლობაში სამხედრო ინსტრუმენტი იყო აშშ-სთვის, რომელმაც თავისი აგრესიული გეგმების განხორციელება სხვა ხალხებს დააკისრა.

აღმოსავლეთ ბლოკის დამხობის შემდეგ, 1991 წელს, რომში მიღებული იქნა ნატოს ახალი სტრატეგიული პროგრამა, მის ახალ ძირითად მოწინააღმდეგედ “ტერორიზმი“ უნდა ქცეულიყო. ეს გამოყენებული იქნა სერბი მოსახლეობის წინააღმდეგ 1999 წელს და ავღანეთში ნატოს ჯარების შეყვანისას 2001 წელს, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

დღეს ავღანეთში 1500-ზე მეტი საქრთველი სამხედრო იმყოფება და უცხო მიწაზე დაღუაულ ქართველ ვაჟკაცთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. და თუკი საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საქართველოს თავისუფლების დაცვა ავღანურ პროვინცია ჰელმანდში ხდება, ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავისუფლების დაცვა მხოლოდ მის საზღვრებთან ხდება, და არა ავღანეთის უდაბნოში! საქართველო არ უნდა იყოს ნატოს ინსტრუმენტი და არ უნდა შესწიროს თავისი ჯარისკაცები! საქართველო, ასევე, ვალდებული არ არის, მსხვერპლად გაიღოს საკუთარი გადასახადის გადამხდელთა ფული აშშ-ის ვერაგული გეგმების გულისთვის.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი ხალხის ინტერესების დასაცავად! ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ - არა სისხლისღვრას სხვისი ინტერების გამო!

ჩვენ მოვითხოვთ:

  • საქართველოს მიერ ნატოს სამხედრო ბლოკში შესვლის იდეაზე უარის თქმას;
  • საქართველოს ტერიტორიიდან ყველა უცხოური სამხედრო ქვედანაყოფის გაყვანას;
  • ავღანეთიდან ქართული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას და საქართველოს საზღვრებს გარეთ ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილე ყველა ქართველი ჯარისკაცის სამშობლოში დაბრუნებას.

რუსეთის ჯავახკის დიასპორა

რუსეთი, 16 მაისი, 2013 წელი“

aqtual3qv-javaxk