უცხოეთი
მედიამ ბაქოელ ბომჟში რიჰარდ ზორგეს შვილი ამოიცნო

sin-zorgeსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საბჭოთა მზვერავის რიჰარდ ზორგეს შვილი, რომელიც ბაქოში ცხოვრობს, ბომჟად იქცა. ის უბინაოდ დარჩა და პენსიასაც არ იღებს.

თავად რიჰარდ ზორგე სოფელ საბუნჩში (ამჯამად საბუნჩი ბაქოს შემადგენლობაშია), გერმანელი ინჟინრის ოჯახში დაიბადა. მოკლე ხანში მისი ოჯახი გერმანიაში გადასახლდა. ზორგე პირველი მსოფლიო ომის ბრძოლებში გერმანული არმიის შემადგენლობაში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი იგი მემარცხენე იდეებმა გაიტაცა, სსრკ-ში ჩავიდა და საბჭოთა დაზვერვის აგენტი გახდა.