უცხოეთი
საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ფონდ ”საზოგადოებრივი აზრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მომავალ კვირას საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს დანიშნული, მოსკოველების 62% ვლადიმერ პუტინს დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვა, რომელშიც 3600 რესპონდენტი მონაწილეობდა, ფონდმა 3-22 აპრილს ჩაატარა. გამოკითხვის მიხედვით, მიხეილ პროხოროვს, რომელიც პარტია ”სამოქალაქო პლატფორმის” ლიდერია , 14% უჭერს მხარს, გენადი ზიუგანოვს - 7%, ვლადიმერ ჟირინოვსკის - 7%.
მოსკოვის მერის თანამდებობაზე მოქმედ მერ სერგეი სობიანინს 46% დაუჭერდა მხარს. მოსკოვის მერის არჩევნები 2015 წელს უნდა გაიმართოს.