საზოგადოება
ზაქარეიშვილი: „როგორც კი სააკაშვილი ისტორიას ჩაბარდება, ახალი პრეზიდენტი მთავრობის მოკავშირე გახდება“

zaqaraსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რომელიც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი ისტორიას ჩაბარდება, გაიხსნება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივები.

როგორც კი ჩაბარდება ისტორიას სააკაშვილი და ოქტომბერში ყველაფერი დასრულდება, ახალი პრეზიდენტი გახდება მთავრობის მოკავშირე და არა - მოწინააღმდეგე და მტერი, რა თქმა უნდა, აშკარად გაგვეხსნება ახალი პერსპექტივები დიალოგისა და ურთიერთობების აღდგენისთვის როგორც აფხაზურ, ასევე ოსურ მხარესთან", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა, რომლის თქმით, შეხვედრის ერთადერთი თემა კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთოების საკითხი იყო, სადაც მან დააფიქსირა ხელის შემშლელი ფაქტორები საპარლამენტო უმცირესობისა და სააკაშვილის სახით, რომელსაც აქამდე არ მოუწერია ხელი სამინისტროსთვის სახელის შეცვლის ბრძანებულებაზე.

„ეს ყველაფერი აშკარად ხელს გვიშლის, რომ ფორმალური კონტაქტები გვქონდეს კონფლიქტურ რეგიონებთან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.