პოლიტიკა
სააკაშვილი: „ჩვენ ახლაც ძალიან გვჭირდება ამერიკელების დახმარება!“

mishaსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და ISAF-ის მისიაში  საქართველოს  მონაწილეობაზე ისაუბრა.

"საქართველომ, როგორც ამერიკის მოკავშირემ, მოახერხა იმ იდეების გატარება, რასაც ამერიკა ატარებსთავისუფლებისა და დემოკრატიის. ჩვენ ევროპაში ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი გვაქვს და ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ვითვლებით. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ჩვენი ეკონომიკა. ასევე მოვახერხე თავისუფალი და დემოკრატიული მოდელის მთავრობის შექმნა, რისი შედეგიც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაა, რაც პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ამით ვამაყობ. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს კონგრესისა და კონგრესმენების მხარდაჭერა. ჩვენ ახლაც ძალიან გვჭირდება თქვენი, ამერიკელების დახმარება და პირველ რიგში, ეს ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გასაგრძელებლად გვჭირდება. თუ ამას შევძლებთ, მაშინ სხვა საკითხებსაც მოვაგვარებთ", - განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.

ამერიკელი კონგრესმენების წინაშე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველო სამხედროების დაღუპვის გამო.