საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „ლაშა ნაცვლიშვილი იმიტომ უნდა გადადგეს, რომ კილაძეს სურს?“

preskonf-kilaZeსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ჟურნალისტები მხოლოდ ფოსტალიონები და სუფლიორები არ არიან, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინდელ პრესკონფერენციაზე ელისო კილაძის მოთხოვნას მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის გადაყენების თაობაზე.

პრემიერის თქმით,  ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომის საფუძველი ელისო კილაძის მოთხოვნა  ვერ გახდება.

ღარიბაშვილმა, როდესაც მისმა თანაგუნდელმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ღირსეული ნაბიჯი გადადგა. როცა ჟურნალისტები ასეთ კითხვებს სვამთ, შეგიძლიათ მიპასუხოთ, რატომ უნდა გადადგეს ლაშა ნაცვლიშვილი? იმ მასალებში საფუძველი არ არსებობს და რატომ უნდა გადაგეს იგი, რადგან კილაძეს სურს? ჟურნალისტები ფოსტალიონები და სუფლიორები არ არიან. თუ ელისო კილაძე მოინდომებს, მთელ მთავრობას გადადგომა უნდა მოვთხოვოთ?“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ნაცვლიშვილის დანაშაულებრივი ქმედების დადგენა გამოძიების საქმეა, ხოლო რაც შეეხება წარმოდგენილ მასალას, ის მაკომპრომეტირებელ დოკუმენტს არ შეიცავს.