სამართალი
ხვედელიძეს 5 ათასი ლარი გირაო შეეფარდა

khvedelსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროცესს ბრალდებული არ დასწრებია. ხვედელიძისათვის გირაოს შეფარდების მოთხოვნა მისმა ადვოკატმა კახაბერ სოფრომაძემ დააყენა, ხოლო პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისათვის 12 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.