აქტუალური
სააკაშვილის ხელისუფლების არამიზნობრივი ხარჯები მარტო 2011-2012 წლებში 923 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს!

aqtualuri-3-A4საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. 2011-2012 წლებში  პროექტები, რომლებიც არ იყო მიმართული არც სოციალური პირობების და არც გრძელვადიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დახარჯული იყო 923,7 მლნ ლარი.

ქუთაისის საპარლამენტო კომპლექსის მშენებლობა - 344,2 მლ

ქუთაისში მე-2 სატელევიზიო არხის ამოქმედებისათვის - 9,5 მლნ

თბილისში რიყეზე ახალი თეატრის მშენებლობა - 70 მლნ

ბათუმში ანბანის კოშკის მშენებლობა - 60 მლნ

ბათუმი თაუერი“-მშენებლობა - 60 მლნ

კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა - 53,მლნ

ანაკლიის აკვაპარკის მშენებლობა - 25,3 მლნ

გოდერძის კურორტის მშენებლობა - 39,7 მლნ

ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა - 11,5 მლნ

ლაზიკას მშენებლობა და გახსნა - 11,2 მლნ

მესტიაში აეროპორტის მშენებლობა - 9,2 მლნ

დაბა მესტიაში თამარ მეფის ქანდაკების დადგმისათვის - 1,2მლნ

ანაკლიაში კაფე-რესტორნის მშენებლობა - 2 მლნ

ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობა - 7,5 მლნ

პირველი კავკასიური არხის (ПИК) დაფინანსება - 34,6 მლნ

მოსახლეობის სურსათის და ელექტროენერგიის ვაუჩერები - 88,2 მლნ

სამუშაო ადგილებზე პროფესიული გადამზადების პროფრამა - 66,7 მლნ

სტუდენტური დასაქმების პროგრამა - 12,4მლნ

სხვადასხვა რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები - 5 მლნ

ბათუმში საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისათვის - 4,1 მლნ

ქეთო და კოტე“-დადგმისათვის - 2,1 მლნ

ბათუმში ანდრეა ბოჩელის კონცერტის ორგანიზებისათვის - 2,3 მლნ

ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ორგანიზებისათვის - 1,3 მლნ

პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტისათვის - 737 ათასი

ანაკლიის სანაპირო ბულვარისა და ამფითეატრის საზეიმო გახსნისათვის - 793 ათასი

ლონდონის ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა ჯგუფის გამგზავრებისა და დასწრებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის - 656 ათასი.