აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: „კონსტანტინე გამსახურდია იმითაც არის ქართველი ხალხისთვის გამორჩეული, რომ მის ოჯახში აღიზარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია“

aqtualuri-2--mtavari-A3საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი.

„დღეს შესრულდა 120 წელი დიდი ქართველი მწერლის – კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ქართველი მკითხველისთვის, უფრო მეტიც, ქართველი კაცისთვის, პირველ რიგში, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენას“ უკავშირდება.

კლასიკოსის შემოქმედებას დრო ვერაფერს აკლებს. დღესაც, ისევე, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ, გამსახურდიას ნაწარმოებებს სხვადასხვა თაობის ადამიანები კითხულობენ და ძვირფასია მათთვის. მათთვის ერთნაირად საინტერესოა „დიდოსტატი“, „დავით აღმაშენებელი“, „მთვარის მოტაცება“; ერთნაირად ახლობელია მეფე გიორგი, დავით აღმაშენებელი, არსაკიძე...

კონსტანტინე გამსახურდია იმითაც არის ქართველი ხალხისთვის გამორჩეული, რომ მის ოჯახში აღიზარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია.

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას იცნობს მსოფლიო ლიტერატურა.

ჩვენ ამ საგანძურს უნდა გავუფრთხილდეთ.

ბიძინა ივანიშვილი

aqtualuri-2-qvemot