რედაქტორისგან
ვასილიჩი დაბრუნდა! (საქინფორმის საკუთარი კორესპონდენტი გლდანის №8 საპყრობილიდან იუწყება...)

aqtuak-1-redaqსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. სსრკ-ის ყიფილ ქვეყნებში ყველა გადატრიალების მთავარი ტექნოლოგი და პუტინის „ღამის კოშმარი“ ვასილიჩი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნაცუმცირესობიდან გივი თარგამაძე გასულ პარასკევს, 10-დან 11 მაისის ღამით თბილისში ვილნიუსიდან დაბრუნდა, სადაც 3 თვე საერთაშორისო ძებნისაგან თავს აფარებდა (როგორც თვითონ აცხადებს - მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა მასზე ძებნა მოხსნა).

და აი, გუშინ ვასილიჩმა news.ge-ს პრესკლუბში  პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა. რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საქმიანობას გეგმავს. რადგანაც ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და, ამასთან, ეს პროფესია სადეპუტატო საქმიანობას ხელს არ უშლის.

"მინდა, ბოდიშო მოვუხადო ქართულ საზოგადოებას იმის გამო, რომ 9 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ უფრო ხშირად მიწევდა ყოფნა, თუმცა ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ახლა ვაპირებ, მთელი ჩემი დრო ჩემი ქვეყანის შიდა პრობლემატიკას მოვახმარო. დიდი გამოცდილება მაქვს ჟურნალისტურ გამოძიებაში და ძირითადად ამ მიმართულებით ვაპირებ დავკავდე, მითუმეტეს, რომ მასალა ბევრია და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენცია ამის კარგი მაგალითია", - განაცხადა თარგამაძემ.

საქინფორმის რედაქციისგან: რადგანაც გუშინდელ პრესკონფერენციაზე
Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ  ამნისტია მხოლოდ მცირე და საშუალო რგოლზე გავრცელდება და არ შეეხება პარლამენტარებს და მინისტრებს, საქინფორმი არ იტყვის უარს გივის დასაქმებაზე, რადგანაც საქინფორმს არ აწყენს საკუთარი კორესპონდენტი გლდანის №8 საპყრობილეში
...