უცხოეთი
საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა უარი თქვა ხუთი სახეობის კონიაკის რეგისტრაციაზე, რომელთა ექსპორტი რუსულ ბაზარზე ქართულ კომპანიას სურდა.
"ამას კონიაკებს ვერც კი დაარქმევ", - განაცხადა რუსეთის სამომხმარებლო უფლებათა დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ.ონიშჩენკოს განცხადებით, მისმა უწყებამ უარი თქვა "ასკანელი ძმების" მიერ წარმოდგენილ ხუთი სახეობის კონიაკის რეგისტრაციაზე, თუმცა აღნიშნული კომპანიის 9 სახეობის ღვინო დარეგისტრირდა.
ამასთან, ონიშჩენკოს განცხადებით, უწყება მალე "ბადაგონისა" და "ბატონოს" მიერ წარმოდგენილი პროდუქციის რეგისტრაციას დაასრულებს.