უცხოეთი
საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში სპეცსამსახურების თანამშრომლის გადაბირების მცდელობისას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საკადრო თანამშრომელი დააკავეს. დაკავებული რფ-ში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მესამე მდივანი რაიან კრისტოფერ ფოგლია, რომელიც ფსბ-ს შენობაში გადაიყვანეს და გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ, ოფიციალურად გადასცეს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს.