უცხოეთი
შოკი მსოფლიო ქსელში: მეამბოხე სირიელი ჯარისკაცის გულს თქვლეფს

1-Sokiსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. მსოფლიო ქსელი შეძრა კვირას გავრცელებულმა ვიდეორგოლმა, სადაც, ავტორების მტკიცებით, გადაღებულია ისლამისტი ბოევიკის მიერ სირიელი ჯარისკაცის დანაწევრებისა და მისი გულის შეჭმის სცენა.

მასალის უტყუარობა დამოუკიდებელი წყაროების მიერ არ დასტურდება.

ვიდეორესურს LiveLeak-ის მომხმარებელმა, ნიკით „კაციჭამია“ (არაბულად - Ghoul) ვიდეოს უწოდა „მეამბოხე კანიბალი სირიელი ჯარისკაცის გულს თქვლეფს“. აღსანიშნავია, რომ საზარელი კადრები პროასადური პროპაგანდისტული ორგანიზაცია „სირიის სიმართლის“ (Syrian Truth) ნიშნულითაა გამოქვეყნებული.

დანით შეიარაღებული მამაკაცი მოკლულის ცხედარს კუწავს სიტყვებით „ვფიცავთ ალაჰს, თქვენს გულ-ღვიძლს შევჭამთ, თქვე ბაშარის ძაღლო ჯარისკაცებო!“, რის შემდეგაც შეძახილებით „ალაჰ აკბარ“ იგი საკუთარ თავსა და გარშემოხვეულ მოჯაჰედებს „ბაბა ამრის გმირებს“ უწოდებს - გულისხმობს ასადის მოწინააღმდეგეების ციტადელს ქალაქ ჰომსში.

ირანულმა სააგენტო „ფარსმა“ „გულისმჭამელში“ სისასტიკით განთქმული ბოევიკი ამოიცნო, რომელსაც დამასკო-ჰომსის გზატკეცილზე ურიცხვი მკვლელობა და გაუპატიურება აქვს ჩადენილი.

ვიდეოს გამომქვეყნებელი პირი საკუთარ თავს ლიბანელს და სირიის ოპოზიციის მოწინააღმდეგეს უწოდებს.

http://9tv.co.il/news/2013/05/13/150841.html