პოლიტიკა
„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს ქვეყნისთვის საფრთხე არ იქნება... მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ მათ გამონათქვამებზე და, მითუმეტეს, პრეზიდენტის გამონათქვამებზე არ გავაკეთო რეაქცია, რომელიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, როცა ამბობს, რომ ციხის კადრებთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრმა 2 მილიონი გადაიხადა... რესტორანში რაღაც ჩხუბი მოხდა, რასაც პოლიცია იძიებს და ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამონათქვამები. ყველანი უკვე პოლიტიკურ დევნად თვლიან ამ პროცესს, როცა რესტორანში ქეიფობდნენ და ვიღაც ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს... ფასი აღარ აქვს მათ ნათქვამებს, შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან მათი ლიდერიც და მათი წევრებიც.
რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა საფრთხე ერთპარტიული სისტემისა, გარწმუნებთ, ჩვენ დიდი ხნით ადრე გვაქვს ამის თადარიგი დაჭერილი და კოალიციაში არსებობს რამდენიმე პარტია. თუ ეს ძალა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში პარტიები გაიშლებიან და თვითონ მოახერხებენ ოპონირებას ერთმანეთში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.