პოლიტიკა
საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. დღეს, დილის 11 საათზე, Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც მთავრობის მეთაურმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის სამძიმრის გამოთქმით დაიწყო, შემდეგ კი საგარეო მდგომარეობა და საქართველოში ახლად შექმნილი ვითარება გააანალიზა. მათ შორის, ილაპარაკა იმაზეც, რომ სახელისუფლებო გუნდი ფიქრობს ამნისტიაზე, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს, კერძოდ, პარლამენტარებსა და მინისტრებს არ უნდა შეეხოს.