საზოგადოება
მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი, სავარაუდოდ, მომავალი პირველი ლედი გახლავთ. მას Facebbok-ის პროფილი უცნობებისათვის დახურული აქვს. მასზე ძალიან ცოტაა ცნობილი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ იგი ტელეკომპანია ПИК-ში ვიზაჟისტად მუშაობდა.
აქვს სასიმღერო გამოცდილებაც. წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტრიალებდა მაკა ჩიჩუას ვიდეორგოლი „ელექტროტალღები“.
ახლახან კი სოციალურ ქსელში მომავალი პირველი ლედის ფოტო გავრცელდა, სადაც იგი საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი. ფოტო მხატვრული ფილმის Keep Smiling-ის გადაღებების დროსაა გადაღებული. აღნიშნული კადრი ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობია, თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ საცურაო კოსტიუმებიან მსახიობებს შორის ერთ-ერთი გიორგი მარგველაშვილის მეუღლეა.